Thursday, August 6, 2009


View paris in a larger map

Monday, August 3, 2009

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები

ბელგიის დროშა ბელგია, გერმანიის დროშა გერმანია, იტალიის დროშა იტალია, ლუქსემბურგის დროშა ლუქსემბურგი, ნიდერლანდის დროშა ნიდერლანდი, საფრანგეთის დროშა საფრანგეთი

ევროკავშირის წევრი სხვა სახელმწიფოები:

ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფოები:

ევროკავშირის წევრი შეიძლება გახდეს ევროპის ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც აღიარებს პლურალისტურ დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, იცავს საკუთარი მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებებს, გააჩნია გამართული და კონკურენტუნარიანი საბაზრო ეკონომიკა, იზიარებს ევროკავშირის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მიზნებს.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა

ევროპის კომისია შენგენის შეთანხმების წევრ ქვეყნებს, რომელთა დიდი უმრავლესობა ევროკავშირის წევრია, ურჩევს, 2010 წლის 1 იანვრიდან მცირეხნიანი ვიზიტებისას ვიზები აღარ მოსთხოვონ მაკედონიის, სერბიის და ჩერნოგორიის მოქალაქეებს. ყოფილი იუგოსლავიის ამ სამი ქვეყნისთვის ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა. სავიზო რეჟიმი ჯერჯერობით ძალაში რჩება ბოსნიის, ალბანეთის და კოსოვოს მოქალაქეებისთვის.

მაკედონიის, სერბიისა და ჩერნოგორიისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნის შესახებ გადაწყვეტილებას ევროკავშირის წარმომადგენლები დიდ სიმბოლურ მნიშვნელობას ანიჭებენ.

ევროპის კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჟაკ ბარომ ოთხშაბათს ბრიუსელში ამ გადაწყვეტილებას ”ისტორიული” უწოდა:

”ეს ჩვენი და დასავლეთ ბალკანეთის ურთიერთობაში ისტორიული მომენტია. ვიზების აუცილებლობის მოხსნას ბევრი მოუთმენლად ელოდა და ეს, ცხადია, ამ სამ ქვეყანასა და შენგენის სახელმწიფოებს შორის კავშირებს კიდევ უფრო გაამყარებს.”

გადაწყვეტილება ძალაში 2010 წლის 1 იანვარს შევა. ამით ეს სამი ქვეყანა ხორვატიას გაუთანაბრდება - მისი მოქალაქეები უკვე ვიზის გარეშე მოგზაურობენ ევროკავშირში. ყოფილი იუგოსლავიის კიდევ ერთი წარმომადგენელი კი, სლოვენია, 2004 წლის შემდეგ უკვე ევროკავშირის წევრი ქვეყანაა.

ევროკავშირის გადაწყვეტილება არ ნიშნავს მოგზაურობაზე ყველა შეზღუდვის მოხსნას. ამ გადაწყვეტილებით მხოლოდ ახალი, ბიომეტრული, პასპორტების მფლობელებს შეეძლებათ შენგენის ქვეყნებში 90-ზე ნაკლები დღის განმავლობაში მოგზაურობა. ამგვარ პასპორტებში მოთავსებულია სპეციალური ჩიპი, რომელიც პასპორტის მფლობელის პირად ინფორმაციას შეიცავს. დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ევროკავშირში ცხოვრება, მუშაობა ან სწავლა სურთ, სასურველ ქვეყანაში ბინადრობის მოწმობის მოპოვება კვლავაც დასჭირდებათ.

დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გამოკლებით, შენგენის ზონაში მთელი ევროკავშირი შედის, რასაც ემატება შვეიცარია, ნორვეგია და ისლანდია.

ევროკომისარი გაფართოების საკითხებში ოლი რენი
ევროკავშირის გაფართოების კომისარმა ოლი რენმა აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილების შედეგად, სერბიის, ჩერნოგორიისა და მაკედონიის მოქალაქეებს აღარ მოუწევთ ვიზებისთვის რიგში დგომა და ხშირად დამამცირებელი გამოცდების გავლა:

”დასავლეთ ბალკანეთის [ქვეყნების] მოქალაქეებისთვის ვიზის გარეშე მოგზაურობის უფლება ნიშნავს, რომ დამთავრდა საელჩოებთან რიგებში დგომა, ვიზის საფასურის გადახდა, საბუთების - მოწვევის, ბილეთების - შეგროვება და მათ თარგმანში ფულის გადახდა.”

თუმცა ევროკავშირის წარმომადგენლები ასევე ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ეს გადაწყვეტილება სამი ქვეყნის აქტიური ძალისხმევის შედეგად იქნა მიღებული - იქნებოდა ეს საპასპორტო უსაფრთხოების, საზღვრების კონტროლის თუ კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროებში გადადგმული ნაბიჯები.

ბაროს და რენის თქმით, სამი ქვეყნის მიერ ამ პირობების დაკმაყოფილებას მომავალშიც შეამოწმებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ, პრობლემების აღმოჩენის შემთხვევაში, შესაძლოა სავიზო რეჟიმი კვლავ გაამკაცრონ.

ევროკავშირის წარმომადგენლების თქმით, ამ მხრივ მაკედონიაში თითქმის არ არსებობს პრობლემები. სერბიის შემთხვევაში პრობლემად რჩება კოსოვოსთან საზღვარი და მისი ურთიერთობა ამ ახალ ქვეყანასთან, რომელსაც ის არ აღიარებს. ჩერნოგორიას კი უცხოელების შესახებ კანონების გადახედვა და დანაშაულთან ბრძოლის გამკაცრება მოუწევს.

წელს სავიზო რეჟიმი არ მოეხსნათ ალბანეთს და ბოსნიას. ეს ორი ქვეყანა ახლა 2010 წლის შუა პერიოდს ელოდება - სწორედ მაშინ გეგმავს ევროპის კომისია მორიგი რეკომენდაციების წარდგენას. წარმატების შემთხვევაში, ამ ორი ქვეყნის მოქალაქეებს შენგენის ზონაში ვიზების გარეშე მოგზაურობა 2011 წლიდან შეეძლებათ.

კოსოვოს შემთხვევაში საქმე უფრო რთულადაა. ეს ახალი ქვეყანა არ უღიარებია ევროკავშირის ხუთ წევრ სახელმწიფოს (ესპანეთს, რუმინეთს, კვიპროსს, სლოვაკეთს და საბერძნეთს) და ის ჯერჯერობით არც გაეროს წევრი გამხდარა. მაგრამ ოლი რენის განცხადებით, ეს არ ნიშნავს, რომ კოსოვო ”დაივიწყეს”. მისი თქმით, ევროკავშირი და ევროკომისია ევროპული პერსპექტივის ერთგულნი რჩებიან და უკვე გადაიდგა ნაბიჯები იმისათვის, რომ კოსოვოს ევროკავშირის ბევრმა წევრმა გაუმარტივოს სავიზო რეჟიმი.

ევროპარლამენტი

ევროპარლამენტი

ევროპარლამენტის შექმნა

ევროპარლამენტის შექმნას საფუძველი ჩაეყარა 1952 წლის 10 აგვისტოს , როდესაც სტრასბურგში შედგა ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის წარმოების გაერთიანების პირველი საპარლამენტო ასამბლეის სხდომა. მისი თავმჯდომარე იყო ჟაკ მონე .


ევროპარლამენტის სხდომათა დარბაზი სტრასბურგში

1957 წლის 25 მარტის რომის მოლაპარაკებების შემდეგ ევროპარლამენტი 142 დეპუტატისაგან დაკომპლექტდა. ისინი წარმოდგენილი იყვნენ მოლაპარაკებაში მონაწილე ექვსი სახელმწიფოს ეროვნული პარლამენტებიდან. შემდგომში ევროკავშირის გაფართოებასთან ერთად იზრდება ევროპარლამენტის დეპუტატთა რაოდენობაც: 1973 წელი - 198, 1979 წელი - 410, 1981 წელი - 434, 1986 წელი - 518, 1994 წელი - 567, 1995 წელი - 626, 2004 წელი - 732.


ევროპარლამენტის შენობა ბრიუსელში

ევროპის კონსტიტუცია

ევროკავშირის კონსტიტუცია

ევროპის კონსტიტუცია


ევრიპის კონსტიტუცია (მთლიანი სახელწოდება შეთანხმება ევროპაში საერთო კონსტიტუციის შექმნის თაობაზე) — საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც უნდა გამხდარიყო ევროკავშირის ქვეყნების საერთო კონსტიტუცია. ხელმოწერილი იქნა რომში, 2004 წლის 20 ოქტომბერს. 2008 წლისთვის მისი ძალაში შესვლა შეუძლებელია, ლისაბონის ხელშეკრულების ძალაში შესვლის გამო.

ისტორია [რედაქტირება]

ევროკავშირის მმართველობის პრინციპების გადახედვა საჭირო გახდა 1990 წლებში როდესაც დაიგეგმა ევროპის ყველაზე მასშტაბური გაზრდა (15-დან 25 წევრამდე). აქამდე ევროკავშირში მოქმედებდა კონსენსუსის პრინციპი, მაგრამ 25 წევრიან სახელმწიფოში გახდა იმის საშიშროება, რომ უმთავრესი გადაწყვეტილებები დიდი ხნით დაიბლოკებოდა.

გადაწყვეტილება კონსტიტუციის შემამუშავებელი ორგანოს შექმნის შესახებ მიღებული იქნა ევროკავშირის სამიტზე 2001 წელს. ამ კომისიას დაერქვა კონვენტი, ხლო მისი უფროსობა დაევალა საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს ვალერი ჟისკარ-დ’ესტენს. ევროკონსტიტუციაზე მუშაობა გრძელდებოდა 3 წლის განმავლობაში. საბოლოო ვარიანტი მიღებული იქნა ევროპის სპეციალურ სამიტზე 2004 წლის ივნისში.

საბოლოოდ ევროკონსტიტუცია ძალაში არ შევიდა, რადგანაც რეფერენდუმზე გატანისას მის წინააღმდეგ ადამიანთა უფრო დიდმა რაოდეობამ გამოთქვა აზრი.ka:ევროპის კონსტიტუციის პროექტი

საქართველო კრიზისის პერიოდში

პიერ მორელი


პიერ მორელის თანამდებობაზე დანიშვნა და მანდატი განსაზღვრულია 2008 წლის 25 სექტემბრის Council Joint action 2008/760/CFSP და 2009 წლის 16 თებერვლის Council Joint action 2009/131/CFSP საბჭოს ერთობლივი ქედებით.

მანდატი: 2008 წლის 25 სექტემბერს, პიერ მორელი საქართველოს კრიზისის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა. მისი მანდატი, რომლის ხანგრძლივობა 2009 წლის 31 აგვისტომდეა, 2008 წლის 12 აგვისტოს სამშვიდობო შეთანხმების გეგმის ფარგლებში, საერთაშორისო მოლაპარაკების მომზადების ხელშეწყობას, მოლაპარაკებებზე ევროკავშირის პოზიციის დამკვიდრებას და წარმოჩენას და მოსკოვსა და თბილისში დადებული 2008 წლის 8 სექტემბრისა და 12 აგვისტოს შეთანხმებების შესრულების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.


ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის განცხადება მის დანიშვნასთან დაკავშირებით

2008 წლის 12 აგვისტოს სამშვიდობო შეთანხმების მეექვსე პუნქტის მიხედვით, პირველ რიგში დავეხმარები საერთაშორისო მოლაპარაკებების მომზადებას, რომელიც კონკრეტულად შემდეგ საკითხებს მოიცავს:
i) შეთანხმება რეგიონში უსაფრთხობისა და სტაბილურობისათვის
ii) საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების მიხედვით ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხი
iii) ნებისმიერი სხვა საკითხი, მხარეთა ერთობლივი შეთანხმებით. ამასთან, მოცემულ მოლაპარაკებებში, დავეხმარები ევროკავშირის პოზიციის დამკვიდრებას და წარმოჩენას ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში. ასევე, გაეროსა და ეუთოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, ხელს შევუწყობ 2008 წელს მოსკოვსა და თბილისში დადებული 8 სექტემბრის და 12 აგვისტოს შეთანხმების განხორციელებას.

ზემოთაღნიშნული ღონისძიებების ფარგლებში, შევეცდები ხელი შევუწყო ევროკავშირის ადამიანის უფლებების პოლიტიკისა და ამ სფეროში მისი მიდგომის განხორციელებას, განსაკუთრებით ბავშვებთან და ქალებთან მიმართებაში.

ევროკავშირის ემბლემა

ევროკავშირის ემბლემა

ევროკავშირის ემბლემა

როდის შეიქმნა ევროკავშირი

ევროკავშირი 27 დემოკრატიული სახელმწიფოს პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანებაა, რომელიც მისი 500 მილიონი მოქალაქის მშვიდობის, კეთილდღეობისა და თავისუფლებისათვის მუშაობს. წლიური ბიუჯეტი დაახლოებით 120 მილიარდ ევროს შეადგენს. მისი პოლიტიკური სისტემა მუდმივად ვითარდება, მაგრამ სამუშაოს შესასრულებლად არსებობს სამი ძირითადი ინსტიტუტი, რომელიც წევრმა სახელმწიფოებმა ჩამოაყალიბეს. აქედან ევროკავშირის საბჭო ევროკავშირის ეროვნულ მთავრობებს წარმოადგენს. იგი ევროკავშირის ძირითადი გადაწყვეტილებების მიმღები ორგანოა. წევრი სახელმწიფოები 6 თვიანი პერიოდით, მონაცვლეობით იკავებენ საბჭოს პრეზიდენტობას.

ევროპის პარლამენტი ევროპის ხალხს წარმოადგენს. მისი არჩევა 5 წლის ვადით ხდება. იგი საკანონმდებლო და საბიუჯეტო პასუხისმგებლობას ევროკავშირის საბჭოსთან იზიარებს.

ევროკომისია კი ევროკავშირის საერთო ინტერესს წარმოადგენს. ის ძირითადი აღმასრულებელი ორგანოა. მას საკანონმდებლო ინიციატივის წარმოდგენის უფლება აქვს და უზრუნველყოფს, რომ ევროკავშირის პოლიტიკა სწორად არის განხორციელებული.

როდის შეიქმნა ევროკავშირი

ევროკავშირი 27 დემოკრატიული სახელმწიფოს პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანებაა, რომელიც მისი 500 მილიონი მოქალაქის მშვიდობის, კეთილდღეობისა და თავისუფლებისათვის მუშაობს. წლიური ბიუჯეტი დაახლოებით 120 მილიარდ ევროს შეადგენს. მისი პოლიტიკური სისტემა მუდმივად ვითარდება, მაგრამ სამუშაოს შესასრულებლად არსებობს სამი ძირითადი ინსტიტუტი, რომელიც წევრმა სახელმწიფოებმა ჩამოაყალიბეს. აქედან ევროკავშირის საბჭო ევროკავშირის ეროვნულ მთავრობებს წარმოადგენს. იგი ევროკავშირის ძირითადი გადაწყვეტილებების მიმღები ორგანოა. წევრი სახელმწიფოები 6 თვიანი პერიოდით, მონაცვლეობით იკავებენ საბჭოს პრეზიდენტობას.

ევროპის პარლამენტი ევროპის ხალხს წარმოადგენს. მისი არჩევა 5 წლის ვადით ხდება. იგი საკანონმდებლო და საბიუჯეტო პასუხისმგებლობას ევროკავშირის საბჭოსთან იზიარებს.

ევროკომისია კი ევროკავშირის საერთო ინტერესს წარმოადგენს. ის ძირითადი აღმასრულებელი ორგანოა. მას საკანონმდებლო ინიციატივის წარმოდგენის უფლება აქვს და უზრუნველყოფს, რომ ევროკავშირის პოლიტიკა სწორად არის განხორციელებული.