Monday, August 3, 2009

საქართველო კრიზისის პერიოდში

პიერ მორელი


პიერ მორელის თანამდებობაზე დანიშვნა და მანდატი განსაზღვრულია 2008 წლის 25 სექტემბრის Council Joint action 2008/760/CFSP და 2009 წლის 16 თებერვლის Council Joint action 2009/131/CFSP საბჭოს ერთობლივი ქედებით.

მანდატი: 2008 წლის 25 სექტემბერს, პიერ მორელი საქართველოს კრიზისის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა. მისი მანდატი, რომლის ხანგრძლივობა 2009 წლის 31 აგვისტომდეა, 2008 წლის 12 აგვისტოს სამშვიდობო შეთანხმების გეგმის ფარგლებში, საერთაშორისო მოლაპარაკების მომზადების ხელშეწყობას, მოლაპარაკებებზე ევროკავშირის პოზიციის დამკვიდრებას და წარმოჩენას და მოსკოვსა და თბილისში დადებული 2008 წლის 8 სექტემბრისა და 12 აგვისტოს შეთანხმებების შესრულების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.


ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის განცხადება მის დანიშვნასთან დაკავშირებით

2008 წლის 12 აგვისტოს სამშვიდობო შეთანხმების მეექვსე პუნქტის მიხედვით, პირველ რიგში დავეხმარები საერთაშორისო მოლაპარაკებების მომზადებას, რომელიც კონკრეტულად შემდეგ საკითხებს მოიცავს:
i) შეთანხმება რეგიონში უსაფრთხობისა და სტაბილურობისათვის
ii) საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების მიხედვით ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხი
iii) ნებისმიერი სხვა საკითხი, მხარეთა ერთობლივი შეთანხმებით. ამასთან, მოცემულ მოლაპარაკებებში, დავეხმარები ევროკავშირის პოზიციის დამკვიდრებას და წარმოჩენას ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში. ასევე, გაეროსა და ეუთოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, ხელს შევუწყობ 2008 წელს მოსკოვსა და თბილისში დადებული 8 სექტემბრის და 12 აგვისტოს შეთანხმების განხორციელებას.

ზემოთაღნიშნული ღონისძიებების ფარგლებში, შევეცდები ხელი შევუწყო ევროკავშირის ადამიანის უფლებების პოლიტიკისა და ამ სფეროში მისი მიდგომის განხორციელებას, განსაკუთრებით ბავშვებთან და ქალებთან მიმართებაში.

No comments:

Post a Comment