Monday, August 3, 2009

როდის შეიქმნა ევროკავშირი

ევროკავშირი 27 დემოკრატიული სახელმწიფოს პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანებაა, რომელიც მისი 500 მილიონი მოქალაქის მშვიდობის, კეთილდღეობისა და თავისუფლებისათვის მუშაობს. წლიური ბიუჯეტი დაახლოებით 120 მილიარდ ევროს შეადგენს. მისი პოლიტიკური სისტემა მუდმივად ვითარდება, მაგრამ სამუშაოს შესასრულებლად არსებობს სამი ძირითადი ინსტიტუტი, რომელიც წევრმა სახელმწიფოებმა ჩამოაყალიბეს. აქედან ევროკავშირის საბჭო ევროკავშირის ეროვნულ მთავრობებს წარმოადგენს. იგი ევროკავშირის ძირითადი გადაწყვეტილებების მიმღები ორგანოა. წევრი სახელმწიფოები 6 თვიანი პერიოდით, მონაცვლეობით იკავებენ საბჭოს პრეზიდენტობას.

ევროპის პარლამენტი ევროპის ხალხს წარმოადგენს. მისი არჩევა 5 წლის ვადით ხდება. იგი საკანონმდებლო და საბიუჯეტო პასუხისმგებლობას ევროკავშირის საბჭოსთან იზიარებს.

ევროკომისია კი ევროკავშირის საერთო ინტერესს წარმოადგენს. ის ძირითადი აღმასრულებელი ორგანოა. მას საკანონმდებლო ინიციატივის წარმოდგენის უფლება აქვს და უზრუნველყოფს, რომ ევროკავშირის პოლიტიკა სწორად არის განხორციელებული.

No comments:

Post a Comment